ფინეთი არ გეგმავს უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ გეგმავს უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას, თუმცა თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მზად არის ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად კრემლს მკაცრი სანქციები დაუწესოს.

ფინეთი არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, თუმცა ალიანსთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. გასული წლის დეკემბერში სწორედ ნატოს წევრ ქვეყნებთან თავსებადი შეიარაღების შესწყიდვის ფარგლებში შეუკვეთა ფინეთმა 64 ერთეული F-35 გამანადგურებელი $9.4 მილიარდად.