შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე”, – წერია განცხადებაში.

შვეიცარიის სამთავრობო უწყების ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კოვიდ-პასპორტის ქონა არ არის საკმარისი ქვეყანაში შესასვლელად, დამატებით სავალდებულოა კოვიდ-ტესტირებაც.

,, კოვიდ-პასპორტები შეიძლება გამოყენებულ იქნას შვეიცარიაში შესასვლელად, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ კვლავ უნდა დაიცვათ სავალდებულო ტესტირების მოთხოვნა და მხოლოდ სერტიფიკატი არ გაძლევთ ქვეყანაში შესვლის უფლებას. “,- წერია განცხადებაში