აშშ უკრაინას რუსეთთან საზღვრის გაძლიერებაში ეხმარება

მოსკოვთან ესკალაციის ფონზე, ვაშინგტონი კიევს, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ამისთვის სპეციალურ პროექტს დააფინანსებს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და ვიდეოჩამწერი სისტემებით და დრონებით, ასევე მესაზღვრეებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის შეძენას გულისხმობს.

2018 წლიდან, უკრაინამ შეერთებული შტატებისგან ასევე მიიღო საბრძოლო მასალა და ჯაველინები, რასაც მოსკოვის კრიტიკა მოჰყვა.

წყარო ამერიკის ხმა