აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მისი პრეზიდენტობის პირობებში არასდროს მოხდებოდა.
„ის, რაც რუსეთთან და უკრაინასთან ხდება, არასდროს მოხდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამის შესაძლებლობაც კი არ იქნებოდა!“ – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
21 იანვარს, დონალდ ტრამპმა ტელეარხ ,,Fox News“-თან ინტევიუში აღნიშნა , რომ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობის პირობებში, აშშ სუსტად და არაკომპეტენტურად გამოიყურება.
„რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით პირობებს გვკარნახობს. ჩინეთი – ტაივანთან დაკავშირებით. კიმ ჩენ ინი რაკეტებს უშვებს და რაც მთავარია, ირანი ერთობა და იმას აკეთებს, რაც უნდა. ჩვენი ქვეყანა სუსტად გამოიყურება და მას არაკომპეტენტურად მართავენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.