აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები 10 იანვარს გაიმართება

უკრაინასთან დაკავშირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები, უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ.

ორმხრივი მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის კონტროლისა და უკრაინის საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. ამის შესახებ, თეთრი სახლის უსაფთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, საინფორმაციო სააგენტოებს, „AFP”-სა და „Reuters”-ს განუცხადა.

წყარო Reuters