ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს

ევროპის ქვეყნებს შტორმი „მალიკი“ დაატყდა თავს. სტიქიას სხვადასხვა ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.


ძლიერი ქარის გამო დანიაში, პოლონეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში ასობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სანაპირო ტალღების გამოწვეული წყალდიდობის გამო, დაკეტილია ხიდები, გაჩერებულია მატარებლები და გაუქმებულია ბორნები.


ბერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, შოტლანდიაში, ინგლისში, პოლონეთში, დანიასა და ჩეხეთში.
შოტლანდიაში ქარის სიჩქარემ საათში 160 კილომეტრს მიაღწია.