ამერიკელი ტელევარსკვლავი, კიმ კარდაშიანი Balenciaga-ს კამპანიის ოფიციალური სახე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
კარდაშიანი, რომელიც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას, სამოსში ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა, ახლა ბრენდის ბოლო კამპანიის ოფიციალური სახე გახდა.
ინფორმაციის დასადასტურებლად Balenciaga-მ სურათები და ვიდეო ბრენდის Instagram-გვერდზე განათავსა.
როგორც კიმ კარდაშიანმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, ის ამჯერად Balenciaga-ს ერაშია.
„ჩაცმულობის მხრივ მქონდა Balmain-ის, Givenchy-ის ერა, ახლა კი Balenciaga-ს ერაა.. როდესაც დემნას მიერ შექმნილი სამოსი მაცვია, თავს კარგად ვგრძნობ. მნიშვნელობა არ აქვს რა მაცვია, ვიცი, რომ ეს სწორი არჩევანია, იმიტომ რომ მისი შექმნილია, ის კი საოცრად კარგია“, – განაცხადა კარდაშიანმა.