ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბორის ჯონსონმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სიტუაციის გამწვავება არავის ინტერესში არ შედის.
„პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ამჟამინდელი მტრული ქმედებების გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გზის პოვნა, რომელიც პატივს სცემს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე თავდაცვის უფლებას. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დიდი შეცდომა იქნება და ნატოს ღია კარის პოლიტიკის თანახმად, ყველა ევროპულ დემოკრატიას უფლება აქვს ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვოდეს. ეს უფლება, ცხადია, სრულად ვრცელდება უკრაინაზეც.”, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას და მოლაპარაკებებში უკრაინის ჩართვის აუცილებლობას.