თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონიმ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაციის საკითხი განიხილეს.
ბაიდენმა და მაკრონიმ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ლიდერებმა განიხილეს კოორდინაციული მოქმედებები როგორც დიპლომატიის, ასევე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების კუთხით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.
„პრეზიდენტი ბაიდენი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დარჩებიან მჭიდრო კონტაქტზე, ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კონსულტაციით, კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომის შესახებ ამ საკითხების მართვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.