თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა. თურქ კოლეგას უკრაინის ლიდერმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმასპინძლა.
თურქეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომაში.
არსებული ინფორმაციით, ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის 12 შეთანხმება გაფორმდება, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში შეხვედრები სასარგებლო შედეგებს გამოიღებს ორი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონისთვის.
ერდოღანი კიევში მეუღლესთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში თურქეთის მთავრობის სხვა წევრებიც არიან.