საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კიევსა და მოსკოვში ჩავა . ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
7 თებერვალს ემანუელ მაკრონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ეწვევა.
1-ელ თებერვალს, უკრაინაში არსებული არეულობის გამო, მაკრონიმ და პუტინმა სატელეფონო საუბარი უკვე გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები ნორმანდიის ფორმატში პროგრესს მიესალებიან.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, კი დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება, თუმცა მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.