რობოტი ძაღლები საპოლიციო წვრთნებში მონაწილეობენ

იარაღით, თერმული და ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი რობოტი ძაღლები ამერიკის სამხრეთ საზღვარზე, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამართულ წვრთნებში მონაწილეობენ. მოგვიანებით კი რობოტები ამერიკის თავდაცვის ძალებშიც გამოჩნდებიან.


„სამხრეთი საზღვარი ადამიანისა და ცხოველებისთვის არასტუმართმოყვარე ადგილია და ამიტომაც გვსურს, რომ დანადგარები იქ წარმატებული აღმოჩნდეს. ჩვენი განყოფილება ავტომატიზებული მიწისზედა სათვალთვალო სატრანსპორტო საშუალებებზე მუშაობს – მათ AGSV-ებს ვუწოდებთ და რეალურად, ისინი რობოტი ძაღლები არიან“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის კვლევითი განყოფილების თანამშრომელმა, ბრენდა ლონგმა.


რობოტ ძაღლებზე ამერიკული კომპანია Ghost Robotics-ი მუშაობს – ყველაზე პოპულარული მოდელი, Ghost Vision 60, სიმაღლეში 76 სანტიმეტრისაა, 32 კილოგრამს იწონის და ბატარეის ერთი დამუხტვით 12 კილომეტრს გადის. ამ რობოტის მართვა დისტანციურადაც შეიძლება, თუმცა ის, უმეტესწილად, ავტონომიურია.