Dolce&Gabbana ახალ კოსმეტიკურ ბრენდს ქმნის

Dolce&Gabbana-ს აღმასრულებელი დირექტორის ალფონსო დოლჩეს თქმით, იტალიური ბრენდი Dolce&Gabbana ახალ კომპანიას ქმნის, რომელიც უშუალოდ სუნამოების და კოსმეტიკის განვითარების, წარმოების და რეალიზაციის მიმართულებით იმუშავებს.


„ჩვენ ვფიქრობთ ბიზნეს მოდელზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვენს მწარმოებლებთან. ეს ნაბიჯი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც გვიჩვენებს, რომ მზად ვართ, გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და გავაძლიეროთ იტალიური ბრწყინვალება,“ – განაცხადა Dolce&Gabbana-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალფონსო დოლჩემ.

ახალი კომპანია 200-250 მილიონი ევროს კაპიტალით, თვითდაფინანსებით და საბანკო სისტემის მხარდაჭერით იქმნება. კომპანია 2023 წლის მარტში იტალიაში დაახლოებით 130-150-ს, ხოლო სხვადასხვა ქვეყანაში, მთლიანობაში, 100-120 ადამიანს დაასაქმებს. ახალი კომპანიის პრეზიდენტი ალფონსო დოლჩე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი – ჯანლუკა ტონიოლო იქნება.