ამერიკელმა და ნეპალელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში ყველაზე მაღალი მყინვარი „სამხრეთი უნაგირი“, რომელიც ევერესტზე მდებარეობს, დნება.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 1990-იანი წლებიდან „სამხრეთი უნაგირის“ სიმძლავრე დაახლოებით 55 მეტრით შემცირდა. მიზეზი ძლიერი ქარი და ტემპერატურის და ტენიანობის ზრდა გახდა.
მყინვარის დნობას 200 მილიონი ადამიანის ცხოვრებაზე ექნება გავლენა, რომლებიც რეგიონში მყინვარების მდნარ წყალზე არიან დამოკიდებულები. პრობლემები ევერესტზე ექსპედიციებსაც შეექმნება, რადგან დნობა მეტ ზვავს გამოიწვევს. თუმცა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ყველა პროგნოზის მიხედვით, ჰიმალაიში დათბობა გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ყინულის მასივების დნობა გარდაუვალია.