11 თებერვლიდან იტალიის ქუჩებში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ ადგილზე ბევრი ადამიანი იკრიბება.
„ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, თუმცა 31 მარტამდე პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეებში“, – აღნიშნულია განკარგულებაში.
ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების ფონზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია.
31 მარტს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმის ვადა იწურება. იტალიური მედიის ცნობით, მარტიდან შესაძლოა მოედნების 100%-ით შევსება გახდეს ნებადართული.