ტერორისტული დაჯგუფებები, არიან რეალურად საერთაშორისო დონის-ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას  მიმართა, რომლის შემადგენლობაში შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

“იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებები, არიან რეალურად საერთაშორისო დონის, მათ გაიარეს სერიოზული მომზადება საზღვარგარეთ და მათი თავდასხმები ყაზახეთზე უნდა იყოს განხილული როგორც აგრესიის აქტი. ამის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს მე მივმართე ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს, რათა ამ ტერორისტული საფრთხის ქვეშ მყოფ ყაზახეთს დახმარება აღმოუჩინოს” – ამბობს ყასიმ ჟომართ ტოყაევი ყაზახური მედიის ინფორმაციით.