დიდი ბრიტანეთის დედოფლის უფროსი ვაჟი, უელსის პრინცი ჩარლზი, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს დილით უელსის პრინცმა COVID-19-ზე ტესტი გაიკეთა, პასუხი დადებითია და ახლა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე თვითიზოლაციაშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ეტაპზე არ კონკრეტდება 73 წლის პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მას, პირველად, 2020 წლის მარტში დაინფიცირებისას, დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა.