ჩეხეთმა კოვიდრეგულაციების უმეტესობა გააუქმა

სკანდინავიის ქვეყნების – შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის მსგავსად, ჩეხეთმა თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა.


ბარებში, რესტორნებში, კაფეებში, სილამაზის სალონებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო აღარაა.


ამ ეტაპზე ძალაში რჩება საკონცერტო და სპორტულ სივრცეებში მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვა – აკრძალულია ღონისძიებებზე 1000-ზე მეტი ადამიანის დასწრება. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 19 თებერვლიდან, მაყურებელთა დასაშვები რაოდენობა 5000-მდე გაიზრდება.


შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. 9 თებერვლიდან, შეზღუდვები შვედეთმაც შეამსუბუქა.