ნორვეგიაში შესასვლელად PCR საჭირო აღარაა

საქართველოში ნორვეგიის საელჩოს ინფორმაციით, ნორვეგიაში მოგზაურობის მსურველებს საზღვარზე PCR-კვლევის შედეგის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ. ასევე აღარ არის საჭირო მოგზაურობის წინასწარი რეგისტრაცია.

“ნორვეგიის სამეფოს საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნორვეგიელებს აღარ აქვთ ვალდებულება დაიცვან ერთ მეტრიანი დისტანცია, ატარონ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში და გადავიდნენ იზოლაციაში ინფიცირების დროს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი აღარ მოუწევთ წარადგინონ PCR ტესტის პასუხი ნორვეგიაში შემოსვლისას “,- აღნიშნულია ნორვეგიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.