ბელგიაში სამუშაო კვირა ოთხ დღემდე მცირდება. Forbes-ის ცნობით, დასაქმებულებს უფლება ექნებათ მოითხოვონ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ისე, რომ ხელფასი არ შეუმცირდეთ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ კოვიდპანდემიის გამო მიიღო.
ბელგიის სამთავრობო კოალიცია მიიღებს რეფორმათა პაკეტს, რომლშიც აღნიშნული იქმება, რომ შესაძლებელია სამუშაო დღეების გახანგრძლივება, რათა დასაქმებულებმა შემდეგ სამდღიანი უქმეებით ისარგებლონ. ამასთან, დამსაქმებლებს შეეძლებათ, მოთხოვნას სამუშაო დღეების შემცირების შესახებ, უარით უპასუხონ, თუმცა მათ უნდა დაასაბუთონ აღნიშნული უარი წერილობით.
როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო აცხადებს, შრომითი კანონმდებლობის რეფორმების მიზანი უფრო პროდუქტიული და მდგრადი ეკონომიკის შექმნაა.
„თუ ჩვენს ქვეყანას სხვებს შეადარებთ, დაინახავთ, რომ გაცილებით ნაკლებად დინამიკური ვართ. ორი რთული წლის შემდეგ, შრომის ბაზარი განვითარდა. ამ შეთანხმებით, ჩვენ ვქმნით შუქურას ეკონომიკისთვის, რაც უფრო მეტად ინოვაციური, მდგრადი და ციფრულია“, – განაცხადა მან.
მსგავსი გეგმების შესახებ სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც განაცხადეს, მათ შორის ესპანეთმა და შოტლანდიამ. გასულ წელს კი იაპონიის მთავრობამაც წარადგინა ოთხდღიანი სამუშაო კვირის ინიციატივა, დასაქმებულების მასობრივი გადაღლის პრობლემის მოსაგვარებლად.