ინგლისი 5-11 წლის ბავშვების კოვიდვაქცინაციას იწყებს

BBC-ის ცნობით, ინგლისში 5- 11 წლის ბავშვებს დაბალდოზიანი კოვიდვაქცინით აცრას შესთავაზებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი და აღნიშნულის განხორციელება არ არის სასწრაფო.

უელსსა და შოტლანდიაშიც განაცხადეს, რომ ვაქცინას მცირეწლოვან ბავშვებსაც შესთავაზებენ.

5-11 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ და მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან, ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ.