საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს

საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს.


დაზიანებულია საბავშვო ბაღი და სარკინიგზო სადგური.
დაშავებულია ორი ადამიანი.


„ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან ლუგანსკის ოლქში სარკინიგზო სადგურის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სამიზნე არა მხოლოდ სარკინიგზო სადგური, არამედ დეპო და საბავშვო ბაღიც იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.


არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.