ექსკლუზიურად “ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის“ ლიდერი მუხთარ აბლიაზოვის ინტერვიუ.
“ქვეყნის მომავალი ასე გამოიყურება:ჩამოყალიბდება დროებითი სახალხო მთავრობა. ის იფუნქციონირებს ექვსი თვე და მოამზადებს ახალ არჩევნებს. შეიქმნება ახლი პარტიები და ისინი შეძლებენ ახალ, სამართლინ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ვიცი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ეს არ მოეწონება, მაგრამ ვაცხადებ, რომ ყაზახეთი – ეს სუვერენული სახელმწიფოა, კეთილმეზობლური ურთიერთობები გვექნება რუსეთთან, ვივაჭრებთ და ა.შ. მაგრამ ჩვენი საშინაო საქმეები რუსეთის საქმე არ არის. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ყაზახეთში დღეისთვის, ყველა გამოკითხვის თანახმად
არჩეული პარლამენტი ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას და აირჩევს ახალ პრემიერ-მინისტრს. გაუქმდება პრეზიდენტის ინსტიტუტი. კონსტიტუციაში შევა შესაბამისი ცვლილებები.

ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნაზარბაევის ხელუხლებლობა, რომ იგი და მისი ოჯახი ხალხზე მაღლა დგანან, რომ ხელუხლებელია მისი საკუთრება და ა.შ. გაუქმდება. ნაზარბაევი და მისი უახლოესი გარემოცვა ციხეში ჩაჯდება.
მოცემულ მომენტში საუბარია არა მოქმედი პრეზიდენტის ტოკაევის გადადგომაზე, არამედ კურსის შეცვლაზე, რომლის მიზანია დემოკრატიული ყაზახეთის აშენება.
ვიცი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ეს არ მოეწონება, მაგრამ ვაცხადებ, რომ ყაზახეთი – ეს სუვერენული სახელმწიფოა, კეთილმეზობლური ურთიერთობები გვექნება რუსეთთან, ვივაჭრებთ და ა.შ. მაგრამ ჩვენი საშინაო საქმეები რუსეთის საქმე არ არის. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ყაზახეთში დღეისთვის, ყველა გამოკითხვის თანახმად.”