რუსული მედია დონეცკის ცენტრში მძლავრ აფეთქებაზე ინფორმაციას ავრცელებს. ამ ეტაპზე დეტალები უცნობია.
უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში ადასტურებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინა დონბასის ოკუპირებულ რაიონებზე თავდასხმას ამზადებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.