BBC-ის ცნობით, დღეიდან, 21 თებერვლიდან, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa უკრაინის მიმართულებით ფრენებს აჩერებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,ორშაბათიდან კიევის და ოდესის მიმართულებით რეისები შეჩერდება. ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეა.
„ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ კომპანიაში.
გერმანიის საგარეო უწყებამ გუშინ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენაც მოუწოდა. „თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, გერმანიის მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდული იქნება“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.