,,როიტერის” ინფორმაციით, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ წვრთნებს ახანგრძლივებენ.
10-დღიანი სწავლება 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბელარუსის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ლიდერებმა რუსეთისა და ბელარუსის გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდის გამო, სწავლების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.
ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთს ბელარუსში 30 000-მდე სამხედრო ჰყავს, რომლებსაც უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენებს.