აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია ვინმეს უთხრას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატოში.
,,მე ვაფასებ და აღფრთოვანებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკის ნატოში გაწევრიანების სურვილით. ნატოს ფუძემდებელი პრინციპია, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა ჰქონდეს. არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია ვინმეს უთხრას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატოში. ეს მათი დამოუკიდებელი არჩევანი უნდა იყოს. ეს არის სუვერენიტეტის არსი. მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის სურვილს, იყოს ნატოს წევრი. ნატო ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც გადაწყვეტილებებს კოლექტიურად იღებს. ეს არის პროცესი. ეს არ ხდება უეცრად. ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის „მე მინდა ვიყო ნატოში და ამიტომ ვიქნები“ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის „შენ არ შეგიძლია იყო მანდ“.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოსგან პასუხი უნდა მიიღოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით.