საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას გამოუეხმაურა, მან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ შეხვედრა მოითხოვა და განმატა, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ძალიან მკაცრი სანქციები მოჰყვება და ევროპისგან უპასუხოდ არ დარჩება.
“აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს შეთანხმებებს და ზიანს აყენებს უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მე უკვე მოვითხოვე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი შეხვედრა და სანქციები ევროპის მხრიდან”, – წერს მაკრონი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დაიწყონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება.
ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას კიევი არ აღიარებს. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.