ყაზახეთში 2 სამხედროს თავი მოაჭრეს – კომენდანტის ოფისი

ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 13 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს. 

როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლის მოპოვებისას სამართალდამცველებმა კი ათეულობით მომიტინგე მოკლეს.

“გასულ ღამით, ექსტრემისტულმა ძალებმა სცადეს დაეკავებინათ ადმინისტრაციული შენობები – ალმათის პოლიციის დეპარტამენტი და სხვა ლოკალური განყოფილებები. ლიკვიდირებულია ათეულობით თავდამსხმელი და დგინდება მათი ვინაობები”. – ამბობს პოლიციის პრესსპიკერი.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.