აშშ-ს განცხადება სანქციებთან დაკავშირებით

„გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს. ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად. მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად – მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად. ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე.” – აშშ-ის თეთრი სახლის განცხადება.