ნატომ რუსი ჯაშუშების სურათები გამოაქვეყნა გასული წლის ოქტომბერში, ნატოში რუსეთის წარმომადგენლობიდან შპიონაჟისთვის გაგდებული ხალხის სახელები ბრიუსელში “EUObserver”-მა “Dossier Center”-თან თანამშრომლობით მოიძია.
ესენი არიან: სერგეი ჩესნოკოვი, ოლეგ დემეხინი, ვასილი ეპიშკინი, დიმიტრი ფილიპენოკი, იგორ კოვალიოვი, ნადეჟდა ობუხოვა, ალექსანდრე სმუშკო და სტანისლავ ტელეგინი. ალექსანდრ სმუშკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს, პირადი თარჯიმანი, მანამდე კი გენშტაბის უფროსის გერასიმოვის ასისტენტი და გეერუს სამხედრო მზვერავი გახლდათ. მეუღლე, ნინა, კი ინდონეზიის, მალაიზიის და ვენესუელის სამხედროებთან მუშაობდა.
კიდევ ერთი მზვერავი, ფილიპენოკი, ბრიუსელში მყოფ რუსებს უთვალთვალებდა, ხოლო ორი ახალგაზრდა – ეპიშკინი და ჩესნოკოვი კიბერნეტიკის დიდი მონაცემების ანალიზის სპეციალისტები ყოფილან. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მასალა აშშ-რუსეთის შეხვედრის დღეს ქვეყნდება.