პრინც ჩარლზ-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით: ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრინცი ორი დღით ადრე დედას, დიდი ბრიტანეთის მონარქს, ელისაბედ მეორეს ესტუმრა. ჩარლზს ელისაბედის გარდა კიდევ რამდენიმე სამეფო ოჯახის წევრთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის საკუთარ ცოლთან, კორნუელის ჰერცოგინასთან, კამილასთან.

თუმცა არც დედოფალ და არც ჰერცოგინას ამ ეტაპზე კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ, პრინცი ჩარლზი კი თვითიზოლაციაშია გადასული.