პუტინის პარტნიორს ალინა კაბაევას კანადამ სანქციები დაუწესა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ვლადიმერ პუტინის პარტნიორს ყოფილ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას კანადამ სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა : „ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“

კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.