რუსეთის ელჩი, ბრიტანეთმა საგარეო უწყებაში დაიბარა

BBC-ის ინფორმაციით გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა: “დავიბარე რუსეთის ელჩი, რათა შემხვდეს და ამიხსნას რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში”

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს და შეკრებს ქვეყნებს უკრაინის მხარდასაჭერად.