აშშ-სა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი დოკუმენტების ასლები გამოქვეყნებულია. პასუხებში გამოქვეყნებულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს.
26 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები გადასცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საჯაროდ ისაუბრეს დოკუმენტის ძირითად დებულებებზე და განაცხადეს, რომ დასავლეთი არ წასულა დათმობებზე რუსეთის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება უნდა შეჩერდეს.
ნატოს პასუხში ხაზგასმულია, რომ ალიანსი მტკიცედ ერთგული რჩება იმ ფუნდამენტური პრინციპების და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ასევე აღნიშნავენ, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების მუქარისგან.
დოკუმენტებში ასევე ვკითხულობთ:
„რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიიდან, სადაც აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან,“