“უკრაინაში ომი სიგიჟე იქნება” – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა რომ ომი უკრაინაში სიგიჟე იქნება. ის იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით შეთანხმება შესაძლებელი იქნება.

ამის შესახებ რომის პაპმა – ფრანცისკემ საერთაშორისო აუდიენციაზე გამოსვლისას ისაუბრა.

“იმისთვის, რომ დაძაბულობა და ომის საშიშროება სერიოზული დიალოგით მოგვარდეს, გავაგრძელოთ მშვიდობისთვის ლოცვა. არ დაგვავიწყდეს, რომ ომი სიგიჟეა”