უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. განკარგულების თანახმად, მობილიზაცია განხორციელდება დადგენილების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. განკარგულების თანახმად 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.
“18-დან 60 წლამდე მამაკაცებს, უკრაინის მოქალაქეებს, უკრაინის საზღვრების დატოვება ეკრძალებათ. ეს რეგულაცია ძალაში იქნება საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედების პერიოდში. ვთხოვთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია,“- აღნიშულია დოკუმენტში.