უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს.

„სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს.“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია.