უკრაინელებმა ქალაქ ხერსონთან გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედროებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ.

„ჩვენი დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს აღჭურვილობისა და რიცხოვნობის მხრივ“ – აღნიშნა ზელენსკიმ.