ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კვლავ პრეზიდენტია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კვლავ აირჩიეს გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ფედერალურმა კრებამ 2022 წლის 13 თებერვალს დიდი უმრავლესობით გერმანიის ამჟამინდელი ფედერალური პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია.

ამის შედეგად იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში მეცამეტე ფედერალური პრეზიდენტია.სიტყვით გამოსვლის დროს ფედერალურმა პრეზიდენტმა მკაფიოდ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა დემოკრატიისა და ერთობის მიმართ.