ჩინეთმა შეაჩერა ნავთობის შესყიდვა რუსეთთან

ჩინურმა კომპანიებმა დროებით შეაჩერეს ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან, რომელიც ზღვით მიეწოდება შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, მიწოდების შეჩერება აუცილებელია, რათა ჩინურმა მხარემ შეძლოს უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგების შეფასება. საუბარია პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია რიგი ბანკების უარს რუსული ნავთობის მყიდველებისთვის აკრედიტივების გახსნაზე. ამიტომ, ჩინეთიდან მოვაჭრეები ელიან მომარაგების დაფინანსების სიტუაციის გარკვევას.

პარასკევს ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში ქვანახშირის ფასებმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ფონზე დაიწყო ზრდა. ჩინეთში ნახშირზე მოთხოვნამ მკვეთრი მატება დაიწყო, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია, რადგან მყიდველები ენერგომომარაგების შეფერხების რისკებს ხედავდნენ. თებერვლის დასაწყისში როსნეფტმა და ჩინეთის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (CNPC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩინურ გადამამუშავებელ ქარხნებში 100 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდების შესახებ.

ჩინეთში ნავთობის მიწოდება ყაზახეთის გავლით 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. ნედლეულის გადამუშავება მოხდება ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ქარხნებში, რათა დააკმაყოფილოს ქვეყნის საჭიროებები ნავთობპროდუქტებზე.