1-ლი მარტიდან, ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებსაც მიიღებს

“დროა, თანდათან გავხსნათ ის, რაც მსოფლიოში პირველებმა დავხურეთ. რადგან ჩვენ ვხედავთ ავადობის რიცხვის თანმიმდევრულ შემცირებას” – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 1-ლი მარტიდან, ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს. ახალი გაიდლაინების თანახმად ისრაელში ვაქცინირებულიც და არა ვაქცინირებული ტურისტები იმ პირობით დაიშვებიან თუ ისინი ისრაელში გაფრენამდე კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ისრაელში ჩასვლის შემდეგ კი დამატებით კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებენ.