პოლიტიკურმა პარტიებმა ანტი-საოკუპაციო საბჭო შექმნეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, პოლიტიკურმა პარტიებმა ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ განაცხადეს. საბჭოში 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა – “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “დროა”. საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.

როგორც მოგეხსენებათ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, იყო ერთადერთი მოძრაობა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში პატრულირებს საოკუპაციო ზოლს და ყველა პროვოკაციას, რომელიც მოდის რუსული მხარიდან მაქსიმალურად ცდილობენ აღმოფხვრან და დააბალანსონ.

როგორც უკვე მოგეხსენეთ, ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტები ჩაერთვნენ ამ საბჭოს საქმიანობაში. “ენმ”- ის ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის განცხადებით: “რაც შეგვიძლია, ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ატარებს არა არგაღიზიანების, არამედ კოლაბორაციონალისტურ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ეს ოკუპაცია ერთად უნდა დავასრულოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად გავათავისუფლოთ ოკუპაციისგან”.

დავით ქაცარავას განცხადებით: დღეს ჩვენი ქვეყანა ახალი ოკუპაციის და შესაძლოა გარკვეული ტერიტორიების ანექსიის [საფრთხის] ქვეშ დგას. ეს საფრთხე აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ დღეს რატომღაც ეს საკითხი არ არის პოლიტიკურ ველზე პირველხარისხოვანი. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება დგება ერთად ამ საფრთხეების წინაშე და ერთიანდება, რათა შეაფერხოს ეს პროცესი“