ქაცარავა: ხურვალეთში ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი გადმოწიეს

ჩვენი დღევანდელი პატრულირებისას, ამჯერად უკვე საკორინთლოში აღმოვაჩინეთ ოკუპანტების “მუშაობის” ახალი კვალი – ოკუპირებულ მხარეს, მავთულხლართთან გაკეთებული თხრილი, რომლის შესახებ ჩვენი ხელისუფლება რა თქმა უნდა დუმს, არაფერს ამბობს, “დამკვირვებლის” სტატუსი აქვს მორგებული, რუსეთს არ აღიზიანებს, აბა ომი გინდა ბრატ?

ამ ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტებმა ხურვალეთში ახალი საგუშაგოს მოწყობა დაიწყეს, დღეს აღმოჩნდა კიდევ, რომ პრორუსი პროპაგანდონები თბილისში სპეც ტრეინინგებს აწყობენ, სადაც რუსეთის მიზანმიმართული პოპულარიზაცია მიმდინარეობს.

გვინდა თავისუფლება? მაშინ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ!

თუ არ გვინდა და ეს ქოცნება კი მიგვათრევს ამ რუსეთში და ვიყოთ ჩუმად.

ძალა ერთობაშია
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – წერს დავით ქაცარავა