აბრამოვიჩი ისრაელმა ქვეყნიდან გააგდო

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მილიარდელი რუსი რომან აბრამოვიჩი, როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანეთიდან გამოაძევეს და ქონება, რაც გააჩნდა დაუყადაღეს. კერძოდ, ის ლონდონური საფეხბურთო გუნდის “ჩელსის” მფლობელი იყო და ამასთანავე, გააჩნდა უამრავი ქონება.

რუსმა მილიარდელმა გადაწყვიტა ისრაელში გაჩერება, თუმცა ეს მისთვის შეუძლებელი გახდა, ამიტომ მან გადაწყვიტა, თელ-ავივის გავლით სტამბოლში გადასულიყო.

რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩი თელ ავივის აეროპორტის VIP-დარბაზში კერძო თვითმფრინავს ელოდება, რომელმაც ის სტამბოლში უნდა წაიყვანოს.
აბრამოვიჩმა ისრაელი მას მერე დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელი არ აპირებს ამერიკული და ევროპული სანქციების ქვეშ მოყოლილი პირების თავშესაფრად იქცეს.