აგვისტოს სცენარი,რომელიც თებერვალში განმეორდა

2008 წლის ივლისის დასასრულსა და აგვისტოს დასაწყისში, ის მოქმედებები, რაც საქართველოში მიმდინარეობდა,კერძოდ: აფხაზეთსა და ცხინვალში, დღეს ზუსტად ერთი-ერთში გვაქვს ლუგანსკსა და დონეცკში. რუსული აგრესორული პოლიტიკა არ იცვლება, თაროდან ჩამოღებული ნიმუშის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ იგივე განახორციელა უკრაინაში, რაც ჩვენ გაგვიკეთა 14 წლის წინ. ფაქტები ჯიუტია, რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკა და მუდმივად ერთნაირი.

მოცემულობა შეიცვალა,მაგრამ ცივი გონებით თუ მივუდგებით საკითხს, არც ისე დიდი კატასტროფა მომხდარა, რადგან უკრაინაც და დასავლეთიც ამ მიმდინარეობას ელოდებოდა. რუსეთმა გუშინ გვიან ღამით საჯარისო დანაყოფები გაგზავნა ოკუპირებულ ამ ორ ქალაქში და ის პოზიციები დაიკავა, რაც სეპარატისტებს ჰქონდათ აღებული. ეს მოსალოდნელიც იყო, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარება პროცესებისა,რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ზოგადად ლანდშაფტის შექმნაში.

ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდითაა და თუ აქამდე ამ ქვეყანას დიდი ყურადღება არ ექცეოდა, ახლა დადასტურდა, რომ ის ევროპის ნაწილია და მთელი დასავლეთი მზადაა დაიცვას იგი. მნიშვნელოვანია უკრაინის სამომავლო გეგმა, რადგან რუსეთმა გააკეთა ის რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და დაელოდება უკრაინის პასუხს… ცხადია პროვოკაციები იქნება რუსული მხრიდან და უკრაინის ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს…