ადვოკატი: ივანიშვილი მშვიდადაა

ოლიგარქი ივანიშვილის ადვოკატი – ვიქტორ ყიფიანი, ჟურნალისტებთან საუბრისას ღიად აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდადაა, როგორც მას სჩვევია ხოლმე.

სტილი და მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა. ეს სიმშვიდე ჩვენს გუნდზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს. გარდა ამისა, მან, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი, ინიციატორი, ან რეალიზატორია, თითქოსდა შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს. შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ. გვქონდა და გვაქვს საქმეზე პროგრესი. არაერთი პროგრესი და განვითარებაა ამ საქმის ირგვლივ ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურნეს კი მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.