აზერბაიჯანული გაზი უფრო დიდი დოზით წავა ევროპაში

ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სამხრეთ გაზის დერეფნის სიმძლავრის გაორმაგების შესახებ, რათა ევროკავშირს ყოველწლიურად მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს 2027 წლამდე.

მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი უკვე გაზრდის ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროკავშირში 2021 წლის 8,1 მილიარდი კუბური მეტრიდან 2022 წელს მოსალოდნელ 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე. – ინფორმაციას ავრცელებს World Military