ამერიკული ტექნიკა გზაშია და მიემართება უკრაინისკენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – დაპირების შესაბამისად, თანამედროვე ტექნიკა გადაისროლა უკრაინის მიმართულებით. აღნიშნულ დახმარების პაკეტში შედის რამოდენიმე ათეული მოდერნიზებული ტანკი, ასევე რამოდენიმე ათეული მსუბუქი ბრონირებული მანქანა.

ტექნიკა ამჟამად იმყოფება გერმანიის საპორტო ქალაქ ბრემერჰაფენში, სადაც ბოლო დღეებში აქტიურად მიმინარეობს აშშ არმიის სატრანსპორტო სარდლობის კუთვნილი სატვირთო ხომალდებით უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ჩატანა. სწორედ ამ ქალაქიდან წავა ტრანსპორტი უკრაინაში.