გერმანიის ფედერაციამ მიგვაჩვია იმ გარემოებას,რომ მისი საგარეო პოლიტიკა ლოიალური და რბილია განსაკუთრებით მაშინ,როცა ეს რუსეთის ფედერაციას ეხება,რადგან ცალსახად მათ აქვთ ძალიან დიდი პოლიტიკური შიში და ანგარიში რუსეთთან. ეს ისტორიული პროცესების გადმონაშთი და დღევანდელამდე მოსვლის პროცესია.
ეს ყველაფერი უფრო თვალში საცემი გახდა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროეტის დროს,როცა გერმანიას ყველაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ პროექტთან დაკავშირებით,ვიდრე დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს ერთად აღებული. აქედან უკვე თვალსაჩინოა გერმანიის კოჭის გორება რუსეთისთვის.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი,რაც გერმანიას გააჩნია არის “SWIFT”- რომლის გამორთვის შემთხვევაში ერთ საათში რუსეთის ფედერაციას უდიდესი ზარალი მიადგება და ურთულესი განსასაზღვრია შემდეგ როგორ მოახერხებს რუსეთი ძალების აღდგენას,თუმცა არც გერმანიაა მისი გამომყენებელი,მით უმეტეს,როცა რუსეთმა თქვა,რომ თუ მას გამორთავენ რუსეთი გაზის მიწოდებას შეუჩერებს ევროპას.
ასევე აღსანიშნავია ის ისტორიული ფაქტი-5000 ჩაფხუტზე,რაზედაც კიევის მერმა ამას სრული ხუმრობა უწოდა. კლიჩკომ გაავრცელა გუშინ განცხადება და გერმანიის მთავრობას უთხრა,რომ ისინი ალბათ ბალიშების გამოსაგზავნად ემზადებიან უკრაინაში და ამით მათ რბილ პოლიტიკას კბილი გაჰკრა. გერმანიას ნამდვილად აშინებს უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა,რადგან მათ მიაჩნიათ,რომ უკრაინის მასშტაბის ქვეყნის ამ სტატუსის ქვეშ მოხვედრა,მათ უკანა პლანზე გადაიყვანთ და შესაბამისად გადავლენ მეორე ეშელონში,რაც ცხადია მათ მიზნებში არ შედის. სწორედ ამიტომ აქვთ მათ ასეთი მდარე პოლიტიკა,თითქოს ანგარიშსს არ უწევენ თანამეგობრობებს.
გერმანიის ფედერაციის ელჩს საქართველოში არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს ჩვენს ქვეყანაში,რადგან სწორედ მის სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალი,მაგალითისთვის:
JULIAN RÖPCKE- წერს:
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ხელისუფლების მომხრედ ითვლება, მისი მეუღლე სარგებლობს საქართველოს მთავრობის ხელშეკრულებით და დასაქმებულია ოლიგარქის უნივერსიტეტში.
︎ ანტიკორუფციული ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამას განიხილავს, როგორც „კორუფციის შესაძლო შემთხვევის ნიშნებს“.
2018 წლის სექტემბრიდან დიპლომატი ჰუბერტ ქნირში გერმანიის ელჩია კავკასიის პატარა ქვეყანა საქართველოში. მანამდე ის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოსკოვში.
დანიშვნის შემდეგ ქნირში არაერთხელ დაადანაშაულეს ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში და პოლიტიკური მიკერძოებულობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ.
2020 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარადგინა პოლიტიკოსი, რომელიც ჰომოფობად და უმცირესობებისადმი ნეგატიურად განწყობილად ითვლება. ათობით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა ეს ფაქტი. მაგრამ ქნირშმა გააკრიტიკა არა საეჭვო კანდიდატის წარდგენა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა ჰომოფობის მიმართ.
︎ მან დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები „პირადი შეტევაში“ დაბალ დონეზე დაშვებაში.
შედეგად, გერმანიის ელჩს საჩივრით მიმართა 44 არასამთავრობო ორგანიზაციამ. მასში ნათქვამია, რომ კნირშმა ძირი გამოუთხარა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მცდელობებს გამოავლინოს თავდასხმები ადამიანის უფლებებზე და სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დარღვევებზე“.
44 ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გერმანიის ელჩს საჩივრის წერილი მისწერა, სადაც აკრიტიკებდა მის კეთილგანწყობას ხელისუფლების მიმართ.
თანა-ხელმომწერი და „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი BILD-ს განუცხადა: „ყოველთვის მეგონა, რომ გერმანიის ელჩი იქნებოდა ჩემპიონი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის. მაგრამ ამ კუთხით, ბ-ნ კნირშს ბოლო წლებში რამდენიმე საეჭვო პოზიცია ჰქონდა. განსაკუთრებით იმედგაცრუებული იყო მისი ღია მხარდაჭერა ქ-ნ სოფიო კილაძის, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, რომელიც ცნობილია თავისი ჰომოფობი.
სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გერმანიის რბილ და სუსტ პოლიტიკას ქმნიან ასეთი დიპლომატიური წარმომადგენლობა და მხოლოდ მათზე ვერ გადავტეხავთ ჯოხს,ეს გერმანელების გააზრებული საგარეო გეოპოლიტიკური სვლებია,რომელიც უფრო რუსეთისკენ იხრება,ვიდრე ცივილიზებული სამყაროსკენ.